26.ნოემბერი .2020 23:10

„სტუმარ-მასპინძლობის სფერო საქართველოში მოიშალა“ - „თაშრეს“ გენდირექტორი

„სტუმარ-მასპინძლობის სფერო საქართველოში მოიშალა“ - „თაშრეს“ გენდირექტორი
views 459
უკან

სტუმარ-მასპინძლობის სფერო საქართველოში მოიშალა, - ასე აფასებს სარესტორნე ბიზნესის მდგომარეობას დღეს გამოცხადებული შეზღუდვების შემდეგ რესტორან „თაშრეს“ გენერალური დირექტორი მაკა ცაბუტაშვილი.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას რესტორნის ხელმძღვანელი ამბობს, ის ვერ ხვდება როგორ მოხდება ბიზნეს სუბიექტების სესხების სუბსიდირება და როდემდე ეყოფა სახელმწიფოს რესურსი რომ კერძო სექტორს დაეხმაროს.

„საბანკო ვალდებულებები გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც ჩემთვის, ასევე სხვა ბიზნეს ოპერატორისთვის. კონკრეტულად მე ვერ მივხვდი რა სახის დახმარებაზე შეიძლება იყოს საუბარი - რამდენპროცენტიან სუბსიდირებაზე, სადამდე გაწვდება სახელმწიფოს ბიუჯეტი იმას, რომ კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს დაეხმაროს. ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება საკმარისი ჩვენს მდგომარეობაში ჩავარდნილი სამომხმარებლო ბიზნესისთვის, რომელიც თითქმის აღარ არსებობს. სტუმარ-მასპინძლობის სფერო საქართველოში მოიშალა - ფეხზე როდის დადგება, როდის გამოსწორდება, საერთოდ ტურიზმი როდის დაუბრუნდება საქართველოში რეალურ სახეს...“, - აცხადებს მაკა ცაბუტაშვილი.

„თაშრეს“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მიტანის სერვისის განხორციელების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში იქნება სასიკეთო სექტორისთვის, თუ მოსახლეობა გადახდისუნარიანი იქნება, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კი, ეს ნაკლებ სავარაუდოა.

„როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული და სახლიდან მუშაობენ, რამდენად ექნებათ სურვილი ან შეძლებენ რომ რესტორნიდან გამოიძახონ საკვები. მოსახლეობა ხდება ნელ-ნელა გადამხდელუუნარო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გულდასაწყვეტი ჩვენთვის. ჩვენ რომც შევძლოთ და ავეწყოთ ამაზე, რაღაც გათვლა გავაკეთოთ, ესეც პრობლემატურია. ახლა ვცდილობთ რომ მოვიპოვოთ საშვები, რასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, იმისთვის რომ ჩვენი დელივერი სერვისი გვქონდეს თუნდაც 21:00 საათის შემდეგ, როდესაც ყველაზე დიდი სურვილი აქვს ადამიანს, რომ კონკრეტული ობიექტიდან კერძი შეუკვეთოს“, - განმარტავს მაკა ცაბუტაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა