სარესტორნო ბიზნესი კვლავ კადრების დეფიციტის წინაშე დგას. "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე სექტორი 3-დან 5 ათასამდე კადრის დეფიციტს განიცდის, რაც მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუარესებს.
"ჩვენს სექტორში კადრების 600-700%-იანი დეფიციტის პრობლემა დგას. სრულიად შესაძლებელია, რომ ივლის, აგვისტო, სექტემბერში 3-დან 5 ათასს ადამიანამდე დასაქმდეს იმდენად დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ერიდებიან ადამიანები, არასტაბილურობიდან გამომდინარე არ ენდოებიან სექტორს.
ამ ეტაპზე არიან ობიექტები რომლებიც ვერ იხსნებიან იმის გამო რომ კადრები არ ჰყავთ. 10 მიმტანი რომ მუშაობდა ახლა მუშაობს 3, აქედან გამომდინარე ძალიან შესამჩნევი გახდება სერვისზე ეს დანაკლისი, განსაკუთრებით აქტიურ სეზონზე, მოლოდინი სერვისის ნაწილში არც თუ ისე სახარბიელო უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.
რაც შეეხება ხელფასების მატებას, ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულების ანაზღაურებაზე სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობს, თუმცა ბოლო პერიოდში ხელფასი წევრი კომპანიების მხოლოდ 18-20%-მა გაზარდა, ზრდის მაჩვენებელი კი 10-12%-ის ფარგლებშია.
„ხელფასების ოფიცალური ზრდა არ ყოფილა, თუმცა კონკურენციიდან გამომდინარე სხვადასხვა ორგანიზაციებმა, ვისაც ამის რესურსი აქვს, ხელფასი გაზარდეს.
მსგავსი სტატისტიკა ასოციაციას არ აქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხელფასების ზრდა იმის საფუძველზე ხდება თუ რა პროფესიაზეა საუბარი. მაგალითად მიმტანების ხელფასმა მოიმატა 5, 8, 10 ლარით დღიურად. ასევე მოიმატა შეფ მზარეულების ხელფასმა, ასევე სერვისის მენეჯერების მაგრამ სექტორის ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის. საშუალოდ ეს არის 10-12%-იანი ზრდაა.
ვინც არიან ჩვენი წევრები, მათ შორის ჩავატარეთ მოკვლევა და 100 წევრიდან ანაზღაურება 18-20%-მა გაზარდა", - აღნიშნა "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი