მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმრების მაქსიმუმ 60%-ის დაშვება; გამჭვირვალე ბარიერი; სადეზინფექციო სითხე - მთავრობის გაიდლაინი კლუბებს

61d59039a177f
BM.GE
05.01.22 16:34
3733
საკანონმდებლო მაცენზე გამოქვეყნდა ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში საკლუბო გასართობი დაწესებულებებსა და ფესტივალებზე COVID-19-ის გავრცელების მინიმიზაციისთვის სპეციალურ გაიდლაინებს აწესებს. 2021 წლის 31 დეკემბრიდან ქვეყანაში კლუბების საქმიანობა ოფიციალურად დასაშვები გახდა. სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, ობიექტებზე, მხოლოდ "მწვანე" სტატუსის მოქალაქეები დაიშვებიან. ახალი წესების მიხედვით, აკრძალულია ობიექტზე სრული დასწრება და ღონისძიებებზე მხოლოდ დამსწრეთა მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება; ასევე განსაზღვრულია სხვა მოთხოვნებიც, მათ შორის ვენტილაციის; სივრცის დასუფთავების; ბილეთების აღრიცხვას და სტუმრების საკვებით უზრუნველყოფას უკავშირდება. 

კლუბების ოპერირების გაიდლაინები:

ძირითადი რეკომენდაციები

o უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;
o ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
o შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o უზრუნველყავით, რომ გასართობი ღონისძიების სივრცეში ერთდროულად სტუმრების რაოდენობა არ აღემატებოდეს სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60%-ს (მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად, რომელიც უნდა დადასტურდეს შემოწმების დროს დაწესებულების მიერ);
o ობიექტზე უზრუნველყავით მხოლოდ იმ სტუმართა მიღება, რომლებსაც გააჩნიათ მწვანე სტატუსი;
o უზრუნველყავით სტუმართა რაოდენობის კონტროლი, ადამიანთა ელექტრონული მთვლელი მოწყობილობის გამოყენებით იმგვარად, რომ ღონისძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელი იყოს დაწესებულების სივრცეში მყოფი სტუმრების ზუსტი რაოდენობის გამოთვლა;
o შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;უზრუნველყავით დასაქმებულები და სტუმრები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);
o უზრუნველყავით ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარის განთავსება შენობის შესასვლელში და სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, საერთო საპირფარეშოების შესასვლელში და სხვა საერთო გამოყენების ადგილებში, რომლითაც სარგებლობს პერსონალი და სტუმრები;
o პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
o პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის, ღილაკები, კარების სახელურები, ჩამრთველ/გამომრთველები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
o სალაროსთან უზრუნველყავით გამჭირვალე ბარიერების დამონტაჟება;
o საერთო სარგებლობის ფართები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
o უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისად.
გასართობი ღონისძიებების გამართვისას განსახორციელებელი ღონისძიებები:
o სტუმრების მიღება უზრუნველყავით ბილეთების წინასწარი გაყიდვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
o იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ბილეთის წინასწარ შეძენა, მოახდინეთ ბილეთის გაყიდვა ადგილზე იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ სტუმართან პირდაპირი კონტაქტი (ამ მიზნით დაამონტაჟეთ დამცავი გამჭირვალე ბარიერები);
o ბილეთის ადგილზე ყიდვის შემთხვევაში მოცდის პროცესი უნდა განახორციელეთ შენობის გარეთ, ღია/ნახევრად ღია სივრცეში;
o უზრუნველყავით, რომ ბილეთის ადგილზე ყიდვის შემთხვევაში ყველა პირი აღჭურვილ იქნას სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებით (მათ შორის ყველა პირს ეკეთოს ნიღაბი);
o ბილეთის ადგილზე ყიდვის შემთხვევაში, უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით გააკეთეთ სათანადო მონიშვნები და უზრუნველყავით რიგის კონტროლი;
o სტუმრებს წინასწარ მიაწოდეთ ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
o შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნეთ უსაფრთხო დისტანცია;
o ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:
• პირადობის მაიდენტიფიცირებელი მოწმობა;
• მწვანე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (წაკითხვადი უნიკალური QR კოდით);
o დახურულ სივრცეში შესვლისთვის უზრუნველყავით მკაცრი უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების გატარება;
o მწვანე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის მაიდენტიფიცირებელი მოწმობისა და ბილეთის კონტროლისას, მოახდინეთ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება:
• კარების მართვისთვის, გასართობი ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰყავდეთ გამოყოფილი კარების მართვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია სტუმართა მიღებაზე (დოკუმენტაციის შემოწმებაზე);
• კარებში აუცილებელია გამოყენებული იქნას კარის ჯებირების სისტემა, რომ მოწესრიგდეს ღონისძიების დასწრების მსურველთა რიგი. კარის ჯებირების სისტემაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 ერთმანეთისგან გამოყოფილი ხაზი (მინიმუმ ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი);
• კარის მართვის მენეჯერის მიერ, კარში შესვლისას პირველად უნდა შემოწმდეს კოვიდ სტატუსი;
• სივრცეში მყოფი ყველა სტუმარი, რომელიც დროებით დატოვებს ღონისძიების სივრცეს, უკან დაბრუნებისას კვლავ უნდა შემოწმდეს სტუმრის მწვანე სტატუსი;
o უზრუნველყავით დოკუმენტების შემოწმებაში ჩართული ყველა პირის აღჭურვა სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ დახურულ სივრცეებში:

o უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
o ხელოვნური ვენტილაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში, ვენტილაციის მიწოდების სისტემა უნდა ახორციელებდეს გარედან სუფთა ჰაერის უწყვეთ შემოდინებას (არანაკლებ 70% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაცია) და შიდა ჰაერის ეფექტურ გადინებას;
o დააწესეთ დამატებითი საინჟინრო და მენეჯმენტ კონტროლი მის გამართულ მუშაობასა და მონიტორინგზე;
o განახორციელეთ ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხ) თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით);
o უზრუნველყავით ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე გადართვა ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე ღონისძიების დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ.
დახურული სივრცის დალაგება:
o დახურული სივრცის დალაგება განახორციელეთ თითოეული ღონისძიების დაწყებისა და დამთავრების შემდეგ;
o გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
o ღონისძიების დაწყების წინ დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
o უზრუნველყავით ხშირად შეხებად ზედაპირების დეზინფექცია (სახელურები, ბარის მაგიდა, ჩამრთველები და ა.შ.) იმგვარად, რომ მათი დასუფთავება მოხდეს რამდენჯერმე (საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ 2 საათში ერთხელ) ღონისძიების მსვლელობის დროს შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
o საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
o დასუფთავება-დალაგების პროცედურები განახორციელეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისი დანართით;
o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

o სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე, მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი ღონისძიების წინ და დასრულების შემდეგ;
o საპირფარეშოს დალაგება განახორციელეთ სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით;
o დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:
• ნიღაბი;
• ერთჯერადი ხალათი;
• სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
• თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
დამატებითი სერვისები:
როდესაც ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის საკვებით/სასმელით გამასპინძლებას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
o უპირატესობა მიანიჭეთ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებას;
o მაგიდების არსებობისას გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები;
o უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა სათანადო წესით;
o პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები.

პერსონალის ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცვათ ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ ერთჯერადი საშუალებებით;
o გამოიყენეთ 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;
o თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი.