მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუმრებს ერთჯერადი ბეჭდური მენიუ შესთავაზეთ" - ახალი წესები კვების ობიექტებისთვის

5ec25b686f30b
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.20 13:53
2524
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია შრომის ინსპექციის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტო მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის 23-ე დანართის მთავარ საკითხებს ასაჯაროებს, რომელშიც გასტრონომიული კვების დაწესებელებებში ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე შემუშავებული ქცევის წესებია აღწერილი, თუმცა თავად დანართი ჯერ საჯაროა არაა.  

როგორც ასოციაცია განმარტავს, გაიდლაინის მიზანია, გამოყოს დამატებითი ზომები, რაც უზრუნველყოფს კვების ჯაჭვის მთლიანობის შენარჩუნებას და მომხმარებლისთვის შესაბამისი და უვნებელი სურსათის მიწოდებას.

• უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;
• უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
• უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
• დაიცავით თანამშრომლების მითითებები;
• მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
• მომხმარებელთა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
• მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებელი; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
• ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
• იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დროებითი დისტანციის ბარიერი;
• გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
• გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
• განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ",  - წერია ტურიზმის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.