"მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის მიზანია, შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად ივაჭრონ ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთში.
"საქართველოსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც არის ერთობლივი დეკლარაცია მთავრობის მეთაურების.
"ამ დეკლარაციაში ასახულია საერთო მიზნები, რომელიც სუამ-ს გააჩნია შემდეგი ერთი წლის განმავლობაში და ხაზი მინდა გავუსვა, რა თქმა უნდა საუბარია იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც სუამის სახელმწიფოებს აქვს, ვგულისხმობ უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ამ პრობლემების გამკლავებასთან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა