მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბარი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე კვირას ეკლესიებში ვითარება მკვეთრად გამოსწორდება

5e7b22cd1106f
ინგა მურუსიძე
25.03.20 13:21
714
პრემიერის მრჩეველი, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე კვირას ეკლესიებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით ვითარება მკვეთრად იქნება გამოსწორებული.

როგორც სუბარმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, მას კავშირი აქვს სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებთან, ისე მუსულმანებთან და ა.შ. რომლებიც სრულად აცნობიერებენ, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

„ქვემო ქართლში მეჩეთებში ლოცვა არის შეწყვეტილი და იქ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ილოცონ სახლში. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიებში წირვას, გასულ კვირას ძალიან ბევრი საუბარი იყო ამაზე. მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს ვუკავშირდებოდი და ეკლესიების უმრავლესობაში დაცული იყო უსაფრთხოების ზომები. მოქალაქეები იყვნენ ეზოში. იყო ეკლესიები, სადაც დისტანცია არ იყო დაცული, თუმცა აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ კონკრეტულად ეკლესიებში, კონკრეტულად მორწმუნეები არღვევენ კანონს, არ იქნება სწორი.

ამასთან, კუს ტბასა და ლისის ტბაზე შეიძლება იგივენაირად გავრცელდეს ვირუსი, თუკი ადამიანები დისტანციას არ დაიცავენ. ვიმეორებ, გასულ კვირას იყო პირველი კვირა. მე დარწმუნებული ვარ, მიმდინარე კვირას ვითარება მკვეთრად იქნება გამოსწორებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.