12.იანვარი .2021 09:00

სუბსიდიების წინააღმდეგი ვარ, ეს ქვეყანას საყოველთაო გაღარიბებამდე მიიყვანს - რევაზ ვაშაკიძე

სუბსიდიების წინააღმდეგი ვარ, ეს ქვეყანას საყოველთაო გაღარიბებამდე მიიყვანს - რევაზ ვაშაკიძე
views 866
უკან

"ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ბიზნესების სუბსიდირების წინააღმდეგია. როგორც ბიზნესმენმა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, ეს ქვეყანას საყოველთაო გაღარიბებამდე მიიყვანს.

“მაგალითად ავიღოთ, როდესაც ჩვენ ან “თელასის” ან “ენერგო პრო ჯორჯიას” თანხებს ვიხილავთ, ეს კომპანიები ბოლო 3 წლის განმავლობაში მომგებიანები იყვნენ. მიმაჩნია, რომ ამხელა ორგანიზაციებს უფრო მეტი მოგება უნდა ჰქონდეთ. არ შეიძლება სახელმწიფომ  ისეთ კომპანიებს გაუკეთოს სუბსიდირება, რომელთა ხარჯებიც გაუმჭვირვალეა. 


ვფიქრობ, ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური მიმართულებით უნდა დაიგეგმოს. მაგალითად, ჩვენ პურის სუბსიდირებას ვახდენთ. უმჯობესია პურის სუბსიდირება კი არ მოხდეს, არამედ ეს თანხები გაჭირვებულ ხალხს მიეცეს და მათ თავად განკარგონ.

თუ სასტუმრო დღეს გაჩერებული და ბანკროტია და ჩვენ გადასახადისგან ვათავისუფლებთ, ეს ნიშნავს, რომ მომაკვდავ სტრუქტურას წყალს ვუსხავთ. სახელმწიფო საბაზრო ეკონომიკაში მინიმალურად უნდა ჩაერიოს” - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა