მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდიის შედეგად ფერმერები 1 კგ ვაშლში 10 თეთრის ნაცვლად 22 თეთრს მიიღებენ - პრემიერი

5f509e1d195c1
ინგა მურუსიძე
03.09.20 11:39
696
წელს ფერმერები, ყოველ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე მთავრობის სუბსიიდიის შედეგად 10 თეთრის ნაცვლად 22 თეთრს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის შედეგად არცერთი კილოგრამი ვაშლი ფერმერებს დაუბინავებელი არ დარჩებათ.

„წელს შესანიშნავი მოსავალი გვქონდა ატმის, საქართველოდან 23 ათასი ტონა ატამი იყო ექსპორტირებული. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელს 10 ათასი ტონით აღემატება. როგორც ჩანს, სამჯერ უფრო მეტი მოსავალი გვექნება ვაშლის, დაახლოებით 120 ათასი ტონა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროგრამებით ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, რომ მრავალწლოვანი ბაღები გაჩნდეს საქართველოში, ბევრია და დიდია არასტანდარტული ვაშლის რაოდენობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 1 კილო ვაშლიც კი დაუბინავებელი დარჩეს ქვეყანაში“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პროგრამაში ჩნდება კომპონენტი, რომელიც შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, რომ არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს შეუსყიდველი.

„გაჩნდა სუბსიდირების კომპონენტი. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ერთი კილოგრამი ვაშლის ფასი იქნებოდა 10 თეთრი, ახლა კი ნებისმიერი ფერმერი მიიღებს 22 თეთრს, რაც სერიოზული მხარდაჭერაა“, - აღნიშნა პრემიერმა.