მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სუბსიდირება არ გვჭირდება, ბანკებთან შუამდგომლობა გვინდა“ - „ტურიზმის ალიანსი“ მთავრობას

5f68a268c733b
ინგა მურუსიძე
21.09.20 17:40
936
"ტურიზმის ინდუსტრია კრიტიკულ სიტუაციაშია და ძირითადი პრობლემა საბანკო ვალდებულებებია", - ამის შესახებ bm.ge-ის „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა და „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" ბორდის წევრმა მაია სიდამონიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სექტორის დახმრების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

მაია სიდამონიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს შუამდგომლობის გარეშე, ბანკებთან სესხების საპროცენტო მომსახურების გადავადებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

„კერძო ბიზნესი კრიტიკულ სიტუაციაშია და ძირითადი პრობლემა არის საბანკო სესხები. თავი რომ დავანებოთ საზღვრების გახსნას და კარანტინის ზომებს, ბიზნეს-სუბიექტები ფიზიკურად ვერ გადაიხდიან სესხებს. საჭიროა, გადავადება, რაშიც სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. ბანკებთან ინდივიდუალური მოლაპარაკება არის ნონსენსი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სურათს, როცა ათასობით სასტუმროს შეექმნება პრობლემა, იქნება ეს მესტიაში, აჭარაში თუ თბილისში; ყველას აქვს სესხი, რომელსაც ფიზიკურად ვერ გაიხდიან”, - განაცხადა სიდამონიძემ და დასძინა, რომ მისი შეფასებით, თუ სასტუმრო ინდუსტრია სესხებს ვერ მოემსახურება, ეს არც ბანკებისთვის იქნება კარგი.

„სესხების გადავადება გვჭირდება იმისთვის, რომ უბრალოდ, ბიზნესები გადარჩეს, რათა როცა საზღვრები გაიხსნება, რეინვესტიცია მოახდინონ და აღდგენა მოახერხონ. სასტუმროების 90% ამ სესხებს ვერ გადაიხდის, დარწმუნებული ვარ, ქონების ჩამორთმევა არც ბანკებს აწყობთ, არ იქნება ეს ადვილი პროცესი. არაფრის სუბსიდირება არ გვჭირდება, გვინდა, მხოლოდ შუამდგომლობა ბანკებთან, რომ სესხები გადავადდეს“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

ცნობისთვის: გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ მზადაა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ბანკებთან უშუამდგომლოს.