მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირება ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განადგურებაა - თამაზ ომანაძე

635e57ef0b4b9
ლიკა გურაბანიძე
30.10.22 19:01
996
“სუბსიდირება ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განადგურებაა.” - ამის შესახებ bm.ge-ს მეღვინემ, “ხომლის მარნის" დამფუძნებელმა თამაზ ომანაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მაღალი ხარისხის ყურძენი გაუყიდავი არ დარჩება, ხოლო სახელმწიფო ამ ფორმით კერძო ბიზნესში არ უნდა ერეოდეს, რადგან ქვეყანა სუბსიდირების შედეგებს მომავალში მოიმკის.

“სახელმწიფოს ჩარევაზე როდესაც ვსაუბრობ, აქ რა თქმა უნდა გამანადგურებელ სტიქიებს არ ვგულისხმობ, სადაც ბიზნესის თანადგომა საჭიროა. სახელმწიფო სუბსიდირების შეწყვეტას ყოველ წელს აანონსებს და შემდგომ მაინც ყოველთვის აგრძელებს. სახელმწიფო ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ანადგურებს.

სუბსიდირების შედეგებს მომავალში უფრო მეტად მოვიმკით და შედეგებს უკვე ვხედავთ. ეს განადგურებაა და არა ხელის შეწყობა. მომავალი წლიდან უნდა შეწყდეს სუბსიდირება, ბევრი მეღვინე მეთანხმება, ვინც მომავლისკენ იხედება. კეთილი ინებონ, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება და მომდევნო წლებზე იფიქრონ", - განმარტა თამაზ ომანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა; ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია. მიმდინარე წელს, რაჭაში ჯამში რეგისტრირებული 60-ზე მეტი კერძო კომპანია იყო. რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა.