მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სუბსიდირება რიგ შემთხვევაში დანაშაულია“ - ივა ჭყონია

617eb52f93dda
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 21:20
1094
„სუბსიდირება რიგ შემთხვევაში დანაშაულია“ - ასე აფასებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სუბსიდირების პროგრამებს. ის თვლის, რომ სუბსიდირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ მას კონკრეტული შედეგი მოაქვს.

„ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა სუბსიდირებაზე, სოციალურ დახმარებასა თუ სხვადასხვა პაკეტებზე ეს არის თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი გადასახადები, რომელიც ბიუჯეტში შედის. შესაბამისად, სუბსიდირებას ყოველთვის ნეგატიურად ვუყურებ, რადგან ის უნდა იყოს მიზანმიმართული და კონკრეტულად რაღაც შედეგს უნდა ემსახურებოდეს.

დღეს თუ გამოყოფილია მაგალითად 10 მლნ სუბსიდირებაზე, ეს იმისთვის კეთდება, რომ ხვალ ეს პროდუქტი არ გაძვირდეს, მაგრამ თუ ვიცით, რომ 3-5 თვეში ის გაძვირდება, ამ შემთხვევაში ეს თანხა გადაყრილია. პირობითად ვთქვათ, რომ პურის ღირებულება 1 ლარი გახდა, 6 თვის წინ გაძვირდებოდა პური, თუ დღეს ამას მოსახლეობისთვის არაფერი შეუცვლია. ის 10 მლნ, რომ მიზნობრივ პროექტებში წასულიყო, გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე სუბსიდირება. იგივე რომ ავიღოთ, მაგალითად წარმოებებისთვის გაძვირებული კომუნალური ხარჯების დასუბსიდირება, შედეგად რა მივიღეთ?! - 6 თვეში მათ ენერგომატარებლები მაინც გაუძვირდათ. სუბსიდირება რიგ შემთხვევაში დანაშაულია“, - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.