რა არის SUBSIDIREBA.GE?
AREA.GE - არის უძრავი ქონების პლატფორმა, რომელმაც მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნა ახალი ვებ-გვერდი SUBSIDIREBA.GE. პლატფორმა აერთიანებს სახელმწიფოს ინიციატივით იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
რას გთავაზობს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე დაასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.
სად უნდა იპოვო ბინა, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირებისთვის საჭირო პირობებს?
AREA.GE-ზე წარმოდგენილია ყველაზე მეტი დეველოპერული კომპანიის გვერდი, შესაბამისი პროექტებით და ბინებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს კონკრეტულად იმ ბინების 3 000-მდე განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის პირობებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დეველოპერების განსაკუთრებული შეთავაზებები.
როგორ უნდა მოითხოვო სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?
AREA.GE-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში პლატფორმიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვა. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და დაასრულებს იპოთეკური სესხის აღების პროცედურას.
„თანამედროვე სამყაროში, როცა დრო ძალიან აჩქარებულია მნიშვნელოვანია პროცესების ოპტიმიზაცია და შეძლებისდაგვარად ციფრულ სამყაროში გადატანა. სწორედ ეს იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია როცა AREA.GE-ს შექმნა დავიწყეთ. ჩვენ შევძელით შეგვეცვალა მომხმარებლის ქცევა და ბინის ძიების პროცესი ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან გადმოგვეტანა. დღეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პოსტპანდემიურ პერიოდში, მნიშვნელოვანია ციფრული პროცესების წახალისება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პოპულარიცაზიისთვის შევქმენით ეს პლატფორმა, რომელიც ვფიქრობ სრულყოფილად მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც ცხადია მომხმარებლებს განსაკუთრებით გაუმარტივებს უძრავი ქონების ძიებისა და იპოთეკური სესხის აღების გრძელ პროცესს“, - აცხადებს AREA.GE-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი სალომე ტყეშელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ AREA.GE - დაახლოებით, ორი წლის წინ საკმაოდ ბევრი სიახლით გამოჩნდა ბაზარზე. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, ინოვაციური და უპრეცედენტო ინიციატივა იყო მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური იპოთეკური სესხის შეთავაზება და სესხის მოთხოვნა დისტანციურად. ამ პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია ათასობით იპოთეკური სესხი.
მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ამ ახალი პროდუქტის განვითარების პროცესი. ამ ეტაპზე აქტიურად მიდის მოლაპარაკებები სხვადასხვა კომერციულ ბანკებთან, მათი პლატფორმაზე ინტეგრაციის მიზნით, რათა მომხმარებელმა შეძლოს SUBSIDIREBA.GE-დან მისთვის სასურველ კომერციულ ბანკში იპოთეკური სესხის მოთხოვნის გაგზავნა დისტანციურად.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას