29.დეკემბერი .2020 19:16

სუბსიდირების თანხა სამინისტროებიდან მისხალ-მისხალ ავაგროვეთ - მაჭავარიანი

სუბსიდირების თანხა სამინისტროებიდან მისხალ-მისხალ ავაგროვეთ - მაჭავარიანი
views 666
უკან

გაზრდილი კომუნალური ტარიფების სუბსიდირება ბიუჯეტს 105 მლნ ლარი დაუჯდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. მოგვიანებით კი მინსიტრმა განმარტა, რომ სუბისიდირებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი სამინისტროებიდან მისხალ-მისხალ ააგროვეს.


"სავარაუდოდ, ვიცოდით, რომ ბიუჯეტზე ზეწოლა გვექნებოდა 100 მლნ-ის მიდამოში. ამიტომ დავიჭირეთ თადარიგი და მომზადებული გვქონდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს გავაჟღერეთ და ეხება თითქმის ყველა სამინისტროს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომელიმე ერთი სფერო ამოგვერჩია და გვეთქვა, რომ 100 მლნ-ით ვამცირებთ ამას. 3,4,5 მლნ და ასე მისხალ-მისხალ ავაგროვეთ სხვადასხვა სამინისტროდან.

სიტუაცია ყველა ამ უწყებისთვის იყო მტკივნეული. არავის ჰქონდა ზედმეტი ფული. პრაქტიკულად ყველა იყო მინიმუმამდე დასული, თუმცა სიტუაცია არის არასტაბილური, შესაბამისად, მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგა მინისტრებს, რომელთაც ეს გაიზიარეს და  ადეკვატური რეაგირება მოახდინეს”- განაცხადა მაჭავარიანმა.

საქმე ეხება დღეს სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, როგორც "თელასის, ისე "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება. ასევე გაიზარდა წყლის ტარიფი თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მაცხოვრებლებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მოსახლეობას მთავრობა დაუსუბსიდირებს. სუბსიდია ეხებათ ასევე პირველადი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს, რომელთაც მთავრობა ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობის 50%-ს დაუფარავს. წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება კი თბილისში, მცხეთასა და რუთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლოებას შეეხება.