მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირებული ეკო სესხი მზის პანელების დასაფინანსებლად "ტერაბანკისგან" (R)

623acbaa911ac
BM.GE
23.03.22 11:25
1171
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარ საწარმოებში ან ფერმერული მეურნეობებში განახლებადი ენერგიების გამოყენება სურთ, შეღავათიან სესხებს სთავაზობს. პროდუქტი მზის პანელების შესაძენადაა განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ მსესხებლები სუბსიდირებითაც ისარგებლებენ და სესხის პროცენტს მათ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ან სოფლის განვითარების სააგენტო ნაწილობრივ დაუფინანსებს.

დროსთან ერთად, ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, ალტერნატიული ენერგიის წყაროებისა და ეკომეგობრული მოწყობილობების როლი კი იზრდება. ენერგოეფექტური მზის პანელების დახმარებით, მომხმარებლები გრძელვადიან პერსპექტივაში არა მარტო ენერგიასა და ფულად რესურსს დაზოგავენ, არამედ ხელს შეუწყობენ კლიმატის კრიზისის შემცირებას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.

„ჩვენთვის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ბანკისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროდუქტებს, რომლებიც მათ საქმიანობის განვითარებასა და პასუხისმგებლიანი ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. მოხარულები ვართ, რომ ამ სახელმწიფო პროგრამებში ვმონაწილეობთ. იმედი გვაქვს, ეკო სესხი განახლებადი ენერგიების გამოყენებისკენ ბევრ მომხმარებელს უბიძგებს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ეკო სესხის ონლაინ განაცხადის შესავსებად მსურველები უნდა ეწვიონ ბმულს: https://cutt.ly/BPBI1Xq 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია ვებგვერდებზე: www.rda.gov.ge და www.enterprisegeorgia.gov.ge