მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირებული ქართული პირბადეების შეკერვა დასრულდა - რა დაჯდა პროგრამა?

5f07190197709
თელარა გელანტია
09.07.20 19:20
1731
სუბსიდირებული ქართული პირბადეების პროგრამა დასრულდა. როგორც bm.ge-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, პროგრამა ჯამურად 3,459,077,80 ლარი დაჯდა.

სულ 5,349,195 ცალი პირბადე პირბადე შეიკერა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ რადგან ბაზარი უკვე გაჯერდა პირბადეებით და გამოჩნდნენ სხვადასხვა კომპანიები, რომლებმაც სამედიცინო პირბადებიის წარმოება დაიწყეს, პროგრამის გაგრძელების საჭიროება აღარაა.

„თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, მრავალჯერადი პირბადეების შეკერვა განახლდეს“, - აღნიშნეს სააგენტოში.

მისივე ინფორმაციით, „ქართული პირბადეების“ პროგრამაში ჩართული იყო 16 საწარმო/სამკერვალო, რომელთა მომსახურების (კერვის) ღირებულებამ ჯამურად, დაახლოებით, 1,955,961 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის: პროგრამაში მონაწილეობდნენ:

შპს ჭარა ტექსტილი
შპს მოვი
შპს ემ ჯი ემ ტექს
შპს ჯორჯიან პროდაქტს
სს სამკერვალო კომპანია იმერი
შპს ISTANBUL BAZAAR
სსიპ კოლეჯი იბერია
შპს ჯორჯიან ტექსტილი
შპს BTM-TEXTILE
შპს ანაბეჭდი
შპს სოფტექსტილი
შპს ატა
შპს ისაკა
შპს ნიტექსი
ი/მ ნინო ანთელიძე (საწარმო უზადო)
შპს ლავრენტინო.

პროგრამის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ “გეფას“ - 680,000 ცალი პირბადე მიაწოდა, “პე ეს პეს“ - 723,850 ცალი, „ავერსს” კი - 620,000 პირბადე.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს მიერ სამკერვალო ფაბრიკებისთვის მიცემული სტანდარტით დამზადებული პირბადეების რეალიზაცია სააფთიაქო ქსელში 8 აპრილიდან დაიწყო და მათი ღირებულება 50 თეთრი იყო. აღსანიშნავია, რომ პირბადეების ხარისხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს რამდენჯერმე მოუწია განცხადების გაკეთება.