მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Subway-ი მსოფლიოში ყველაზე ფრანჩაიზირებული კომპანიაა

5e0a3f2763b29
ნათია თაქთაქიშვილი
30.12.19 21:55
1151
სწრაფი კვების ობიექტი Subway-ი მსოფლიოში ყველაზე ფრანჩაიზირებული კომპანიაა. ამის შესახებ გავლენიანი მედიაგამოცემა CNBC-ი წერს. კომპანია Subway-ი წინ უსწრებს ისეთ ცნობილ სწრაფი კვების ობიექტებს, როგორიც არის McDonald’s-ი და Starbucks-ი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Subway-ი მსოფლიოს მაშტაბით 43,912 ობიექტს ფლობს და სიის სათავეშია, მას მეორე ადგილზე მოჰყვება McDonald’s-ი - 37,241 რესტორნით, ხოლო მესამე ადგილზე Starbucks-ია, 27,339 მაღაზიით.

მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, Subway-ი გაყიდვებით ჩამორჩება McDonald’s-საც და Starbucks-საც, რადგან აღნიშნული კომპანიებისგან განსხვავებით ნაკლებად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციებს. შედეგად, კომპანიის 350 ობიექტი დახურა 2016 წელს, 800 – 2017-ში და 500 - 2018-ში.