მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუფთა სახლი" დროებით იხურება

5e909c5dc0211
თამთა ჯიჯავაძე
10.04.20 20:25
8180
ძვირფასო მომხარებლებო, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "სუფთა სახლის" ფეისბუქ–გვერდზე ვრცელდება. 

"დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია.

„სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს. ასევე მადლობას ვუხდით „სუფთა სახლის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად არსებული მაღალი რისკებისა, მზად იყო ბოლომდე დარჩენილიყო მომხმარებლის სამსახურში. იმ პერიოდში, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დავბრუნდეთ თქვენს სამსახურში", – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, "სუფთა სახლი" საწმენდი და სარეცხი საშუალებების, სამზარეულოს აქსესუარების, კოსმეტიკის, ჰიგიენის საშუალებების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 2013 წელს დაარსდა. მას საქართველოს მასშტაბით 140–ზე მეტი ობიექტი აქვს.