26.თებერვალი .2022 09:31

სულ მცირე 100 000-მა უკრაინელმა უკვე დატოვა საკუთარი სახლი - გაერო

სულ მცირე 100 000-მა უკრაინელმა უკვე დატოვა საკუთარი სახლი - გაერო
views 1104
უკან

სულ მცირე 100 000-მა უკრაინელმა უკვე დატოვა საკუთარი სახლი. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში „ტვიტერზე“ წერს.

„უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებები ყოველ საათში იზრდება. მოქალაქეები იღუპებიან, სულ მცირე 100 000-მა უკრაინელმა უკვე დატოვა საკუთარი სახლი. გაეროს თანამშრომლები ცდილობენ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინონ. მათი უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება უნდა იყოს გარანტირებული“, - წერს გუტიერეში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათასმა უკრაინელმა უკვე გადაკვეთა მოლდოვის, რუმინეთის და პოლონეთის საზღვარი.

გაეროს პროგნოზებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, შესაძლოა 5 მილიონი უკრაინელის საზღვრებს გარეთ გადინება გამოიწვიოს.

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის ცალკეულ ტერიტორიებზე საწვავის, ნაღდი ფულის და სამედიცინო პროდუქციის ნაკლებობაა.