მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ რამდენი სწრაფი ტესტია საქართველოში? - მინისტრის მოადგილის პასუხი

5e845ea78464c
ინგა მურუსიძე
01.04.20 13:31
656
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 4 000 ანტისხეულზე დაყრდნობილი ტესტი, ასევე 2000 სწრაფი და ანტიგენზე დაყრდნობილი ტესტი.

მინისტრის მოადგილის თქმით, გარდა ამისა, ქვეყანა უმოკლეს ვადაში ელოდება 2000 ანტიგენ ტესტს, რომლის გამოყენება მოხდება მარტივად, კლინიკების მიერ.

„გარდა ამისა, თითოეულ კლინიკაზე არის გამოყოფილი ის ლაბორატორია, რომელიც ლუგარის გარდა გააკეთებს საკონტროლო კვლევას. პირველ ეტაპზე, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს გადამოწმება დადებითი პასუხის PCR ტესტირებით. იგეგმება ასევე ცხელების კლინიკებიდან 2 ადამიანის ტრენინგი დაავადებათა კონტროლის მიერ, რომლებიც მომზადდებიან ნაცხის აღებაში, რათა პროფესიონალურად მოახერხონ ნაცხის აღება და გააკეთონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები. ვფიქრობთ, მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ იმ პაციენტების გამოკვლევას, რომლებსაც ცხელება აქვთ“, - განაცხადა გაბუნიამ.