მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ რამდენი ტესტი ჩატარდა საქართველოში და რამდენი ტარდება დღიურად? - სტატისტიკა

5f16b52ed6af1
ინგა მურუსიძე
21.07.20 13:27
1814
ივლისში დღიურად კორონავირუსზე 3500-მდე ტესტი კეთდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან საზოგადოებას ტესტირებებთან დაკავშირებული ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„მილიონ მოსახლეზე 49 ათასზე ავედით ტესტირების მაჩვენებლებზე. 182 ათასი PCR ტესტია ჩატარებული ქვეყანაში და ამას ემატება 116 ათასი სწრაფი ტესტი. საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა კიდევ უფრო ვაფართოებთ და ივლისში საშუალო დღიური მაჩვენებელი გვაქვს 3300, ბოლო ერთ კვირაში დღიურად 3500 ტესტი კეთდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ზოგადად, ქვეყანაში დაფიქსირებულია და იდენტიფიცირებულია  სატვირთო ავტომობილის 80 მძღოლი, რომელსაც ჰქონდა ვირუსი. „მათ ჩვენ არ მივეცით ინფექციის შემოტანის საშუალება, დროულად მოხდა იდენტიფიცრება", - ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს იყვნენ ფრთხილად და დაიცვან ყველა არსებული წესი.