მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ რომ Top Opinion ლიდერები ჩამოიყვანო, აგრესიული ინვესტირება შეუძლებელია - გუგა ცანავა

61387862b33b7
ინგა მურუსიძე
08.09.21 13:38
1014
"როგორი მთავრობაც არ უნდა მოიყვანო, როგორი TOP Opinion ლიდერებიც არ უნდა ჩამოიყვანო, ინვესტიციების აგრესიული განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია" - ასე ეხმაურება „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ FDI-ს წინასწარ მონაცემებს, რომლის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია, ხოლო II კვარტალში ქვეყანაშსი 234.2 მლნ. აშშ დოლარის FDI ჩაიდო, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 2.6%-ით ჩამორჩება.

გუგა ცანავას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე covid-საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე არსებობს და ვირუსიც მეტად შესწავლილია, covid-19 იმდენად რთული ინფექცია აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში მძიმე სიტუაციაა, რაც ბიზნესკომუნიკაციას და საქმიანობას აფერხებს.

“ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბრენდების 50%-თან ხელი მოწერილი გვაქვს ხელშეკრულებაზე, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა, ეს მაჩვენებელი 70% ყოფილიყო. ბრენდების 20%-თან შეთანხმება მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ პანდემია მოლაპარაკებებში ხელს გვიშლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-ჩართვები სულ იყო, ხალხი მაინც მიჩვეულია ფიზიკურ კომუნიკაციას, პირად საუბრებს. ზოგიერთი ოფისიც დაკეტილი იყო“, - განაცხადა გუგა ცანავამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ინვესტორებს თავშეკავებისკენ უბიძგებს მთელ მსოფლიოში დაწესებული რიგი შეზღუდვებია.

„გადაზიდვების ღირებულება გაიზარდა 500%-ით; როცა ტანსპორტირება ძვირდება და რეგულაციები მკაცრდება, შემავალი პროდუქტების ფასები მთელ მსოფლიოში ძვირდება და საქართველომ რა უნდა გააკეთოს?! შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მოწყვეტილი ვარ რეალობას, მაგრამ როგორი მთავრობაც არ უნდა მოიყვანო, სულ რომ Top Opinion ლიდერები (საზოგადოებრივი აზრის ლიდერები) ჩამოიყვანო, ფიზიკურად შეუძლებელია აგრესიული ინვესტიციების დაბანდება.

თვენახევრის წინ ამირჩიეს ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანიის ბორდში. ძალიან გვინდა რეგიონში და კერძოდ, საქართველოში ინვესტიციის შემოტანა. ეს კომპანია არის დაკომპლექტებული ხალხით, ვინც ამინდს ქმნის მთელ მსოფლიოში. მათაც რომ ვუსმენ, მიუხედავად დიდი სურვილისა, ყველას აქვს ერთი მოსაზრება - დაველოდოთ პანდემიის დასრულებას, რეგულაციების შემსუბუქებას ანუ სურვილი არის, თუმცა არის ასევე შემაფერხებელი ფაქტორებიც, რომლის მაკონტროლებელი არავინ არ არის, ვიდრე გარემო არ მისცემს ამის შესაძლებლობას“, - განმარტავს ბიზნესმენი.