მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულაკაურის გამომცემლობა: პანდემიის დროს მინიმუმ 0.5 მლნ ლარამდე ვიზარალეთ

5f1c6dcf8a867
ანუკა ჯოხაძე
27.07.20 09:00
1467
“პანდემიის დროს ნახევარ მილიონ ლარამდე ზარალი მაინც ვნახეთ”, - ამის შესახებ BM.GE-ის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა თინა მამულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წიგნების გაყიდვა ვერ ხერხდებოდა, მთლიანად საგამომცემლო ბიზნესს მილიონობით ზარალი მიადგა.

“ის, რომ წიგნების მაღაზიები პანდემიის დროს დაიკეტა და რეალიზაციას, ფაქტობრივად, ვერსად ვახერხებდით, გარდა ჩვენი ვებგვერდისა, ამან ძალიან დიდი დანაკლისი მიაყენა როგორც გამომცემლობას, ისე - მთლიანად საგამომცემლო სექტორს. ზუსტ რიცხვებს ვერ გეტყვით, მაგრამ მინიმუმ ნახევარ მილიონამდე ზარალი მაინც ვნახეთ“, - აცხადებს “სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი თინა მამულაშვილი.

რაც შეეხება არსებულ საჭიროებებს, გამომცემლობის დირექტორი ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენის პროცესის გააქტიურება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

“ალბათ ყველაზე აქტიური უნდა იყოს სახელმწიფო, სხვა თუ არაფერი, ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენის პროცესში. ამ ტიპის გააქტიურება სახელმწიფოს მხრიდან, ეს ეხება არა მარტო საჯარო ბიბლიოთეკებს, არამედ სკოლის ბიბლიოთეკებსაც, მნიშვნელოვნად დააკომპენსირებს იმ დანაკლისს, რაც ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ“, - აღნიშნა მამულაშვილმა.