12.თებერვალი.2019 20:30
ეკონომიკა

სულგუნი და ტენილი - რეიტინგული ყველის ტიპები საქართველოდან

სულგუნი და ტენილი - რეიტინგული ყველის ტიპები საქართველოდან
tasteatlas.com-მა მსოფლიოში საუკეთესო ყველის რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ ოცეულში ორი ქართული ყველი - მეგრული სულგუნი და სამცხე-ჯავახური ტენილი მოხვდა.

რეიტინგი ვებგვერდის მკითხველებმა შეადგინეს. ონლაინ ხმის მიცემა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო. ამ გზით მათ მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ყველი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეაფასეს.

ირკვევა, რომ ქართულ ყველს მეტი პოპულარიზება სჭირდება.

მეორე მხრივ, ამ რეიტინგში მოხვედრა, ქართული ყველის პოპულარიზებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია. ვებგვერდზე სულგუნის და ტენილის მოკლე აღწერილობებიც დევს.

სულგუნი: „ცილინდრის ფორმის ქართული ყველი რბილი, თუმცა ღრმა გემოთი და ნახევრად-მაგარი ტექსტურით. ყველი ადვილად დნება და ხშირად გამოიყენება პიცის მომზადებისთვის, თუმცა შესაძლოა, დავუმატოთ სალათებს ან პასტას“.

ტენილი: „ტენილი უნიკალური ქართული ყველია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის და ქვემ ქართლის რეგიონებში მზადდება. მისი ფორმა და ვიზუალი გამორჩეულია, მომზადების პროცესი კი, საკმაოდ რთული, ამიტომ ამ ყველს, როგორც წესი, დიდი დღესასწაულებისთვის ამზადებენ ხოლმე“.
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
101

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად