მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სულმოუთქმელად ველით 10-წლიანი გეგმის ხილვას“ - ლევან ყარალაშვილი

60cc8cfa9205f
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.21 22:00
878
პრემიერის ინიციატივით 19-20 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" გაიმართება, პრემიერის მიერ ინიცირებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას განიხილავენ.

გადაცემა „ანალიტიკაში“ "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მთავრობის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან გეგმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიზნესი გეგმას მოუთმენლად ელის.

„სულმოუთქმელად ველით ამ გეგმის ხილვას. რეალურად ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ შემდეგი 3, 6 თვე თუ 1 წელი აქცენტი მოკლევადიან გადაწყვეტილებაზე უნდა გავაკეთოთ. თუმცა, ვნახოთ მთავრობა რას წარმოადგენს, ჩვენ ამას სიღრმისეულად შევისწავლით და ჩვენი ხედვის გათვალისწინებით შესაბამის კომენტარებსაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ყარალაშვილმა.