მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტი Tesco ძველი პროდუქციის გაყიდვის გამო £7.56 მლნ-ით დაჯარიმდა

607f060fb9af7
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.21 22:00
1299
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მდებარე სუპერმარკეტ Tesco-ს ფილიალი ძველი პროდუქციის რეალიზაციისათვის 7.56 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საქმე ეხება 22-მდე შემთხვევას, რომლებიც 2016 და 2017 წლებში დაფიქსირდა. Tesco-ს ფილიალმა აღიარა, რომ იმ პერიოდში ნამდვილად დაირღვა ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული ნორმები.

Tesco-მ, თავის მხრივ, ის სასურსათო კომპანია დაადანაშაულა, რომელიც სუპერმარკეტების ქსელს სხვადასხვა პროდუქციით ამარაგებდა, შესაბამისად, სასამართლომ სასურსათო კომპანიას დაზარალებული მომხმარებლებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დააკისრა. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა 170 გირვანქა სტერლინგით განისაზღვრა.

„ჩვენი კომპანიისათვის მომხმარებლების უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტულია. Tesco იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ მაღაზიის თაროზე ვადაგასული პროდუქცია აღმოჩნდა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მომხმარებელი, რომ მსგავსი შემთხვევა Tesco-ს სუპერმარკეტების ქსელში აღარ განმეორდება“, - განაცხადა Tesco-ს წარმომადგენელმა.