მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურამის კვანძი-უბისას მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა 17:00 სთ-მდე აკრძალულია

625293f233053
BM.GE
10.04.22 12:22
1266
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის შეკეთების სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ173 (სურამის კვანძი-უბისა) მონაკვეთზე დღეს, 17:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.