26.ნოემბერი .2019 19:15

სურამის ქალაქთმშენებლობით გეგმას ორგანიზაცია „ურბანიკა“ შეიმუშავებს

views 262
უკან

ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე დაბა სურამში დღეს ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და ორგანიზაცია „ურბანიკას“ წარმომადგენელმა ირაკლი მურღულიამ მოაწერეს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული კომპანია შეიმუშავებს სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს, რაც სურამის ეფექტიანად განვითარებას უზრუნველყოფს.

„ურბანიკა“ ასევე მოამზადებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

„განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია - საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის - არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა“, - აცხადებენ სამინისტროში.
ქალაქთმშენებლობით გეგმებზე მუშაობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა