13.სექტემბერი .2019 11:14

სურამს განვითარების გენერალური გეგმა ექნება

views 2429
უკან

„გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარებს გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად უკვე სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრიორიტეტად სწორედ ეს საკითხი გამოიტანა. მინისტრის თქმითვე, სურამის გენერალური გეგმის გამოცხადებისთვის ტენდერი გამოცხადდება და სავარაუდოდ ერთ წელში მზად იქნება. 

„როგორც იცით, სივრცითი მოწყობის ფარგლებში ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი და საინტერესო ლოკაციების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასაც, ასევე რსებული ფუნქციების აღდგენას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ტერიტორიებზე განაშენიანების ისეთი სახის რეგულირებას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, იქ სრულფასოვანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტები ჩამოყალიბდეს.

ამასთან ერთად, განვითარების გეგმების შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე დონორების დახმარებით, ან სახელმწიფო ბიუჯეტით ახორციელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც არის საჭირო ამა თუ იმ დასახლების კურორტად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარებს გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად, უკვე სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ,“ - განმარტა ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა