მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურამსა და ზესტაფონში ნაზუქების და ყავის რეალიზაციის მოედნები მოეწყობა - მინისტრის მოადგილე

5defacbc7dbae
ინგა მურუსიძე
10.12.19 18:45
829
სურამისა და ზესტაფონის მიმდებარედ მოედნები მოეწყობა, სადაც ადგილობრივები ნაზუქების და ყავის რეალიზაციას შეძლებენ, - ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტია გათვალისწინებული ზესტაფონშიც, სოფელ შროშაში, სადაც თიხის ნაკეთობები იყიდება.

„მაგისტრალური პროექტები სოციალური პასუხისმგებლობის საკითხში ნამდვილად გამორჩეულია. სურამის მახლობლად, ახალ გზასთან მიმდებარედ გათვალისწინებულია შესაბამისი მოედნის მოწყობა, სადაც საგზაო უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიეცემათ მოქალაქეებს ახალი შესაძლებლობა. ადამიანები, რომლებიც გზის პირას ახორციელებენ ნაზუქებით ვაჭრობას, უკვე შეძლებენ უფრო მეტად განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ასევე გათვალისწინებულია შორაპანთან არსებული ბაზრობის საკითხი. სოფელ შროშასთან მოეწყობა 5000 მეტრის ფართობის ტერიტორია, სადაც ყველა შესაძლებლობა იქნება, რომ ამ ადამიანებმა გააგრძელონ საქმიანობა და მეტი ადამიანი ჩაერთოს აღნიშნულ საქმიანობაში. ანალოგიური არის გათვალისწინებული ზესტაფონში, სადაც ჩამოყალიბებულია ე.წ. ყავის უბანი, მოეწყობა შესაბამისი მოედანი, სადაც ამ ხალხს უკვე ბევრად ეფექტურად შეეძლება მუშაობა. რაც ყველაზე მთავარია, საგზაო უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ქარსელაძემ.