მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Surface Duo: Microsoft-მა საკუთარი სმარტფონი წარადგინა

5d959080e7cad
მიხეილ ხაჩიძე
03.10.19 14:20
1109

Microsoft-მა ყოველწლიურ პრეზენტაციაზე ახალი Surface Duo სმარტფონი წარადგინა. მობილური Android- ის ბაზაზეა შექმნილი. ახალი ტექნიკის გამოშვება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა როგორც The Verge იტყობინება, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.




მოწყობილობის მთავარი მახასიათებელია ორი 5.6 დიუმიანი ეკრანი, რომელიც დასაკეცია და ერთი შეხედვით წიგნაკს წააგავს. გახსნისას, სმარტფონი 8.3 დიუმიანი დიაგონალური ეკრანით პლანშეტის ასოციაციას ტოვებს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ Surface Duo-მა პროგრამის უზრუნველსაყოფად Google-თან ითანამშრომლა.



პრეზენტაციაზე Microsoft-მა ასევე გამოაცხადა Windows 10 ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია - Windows 10X, რომელიც ყველა საჭირო პროგრამის უზრუნველყოფას მოახდენს. იგი მრავალეკრანიანი მოწყობილობებისთვის არის განკუთვნილი.




ღონისძიებაზე, კიდევ ერთი სიახლე იყო 13-ინჩიანი ტაბლეტი Surface Pro X კლავიატურით. გარდა ამისა, Microsoft- მა აჩვენა ჰიბრიდული ლეპტოპის ტიპის ტაბლეტი Surface Pro 7, რომელიც USB-ით იტენება.