15.აგვისტო .2019 16:26

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა – კვლევა

views 3671
უკან

ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების სურსათიდან 6 ნიმუშში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა.

ორგანიზაციამ ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები აიღო და გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გააგზავნა.

პროდუქტები, რომელშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს "გსქ კულა"
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი
ეს აჯიკა, შპს "ეს"
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

ორგანიზაცია აღნიშავს, რომ მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას, ან გენების გადაგვარებას.

"სუდანის" ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი "სუდანი".









მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა