30.ივნისი .2022 12:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულ ნაყინში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულ ნაყინში დარღვევა არ გამოვლინდა
views 560
უკან

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულ ნაყინის 100 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა - ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტომ სეზონურობის ფაქტორის და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი როგორც წარმოებებში, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის შემოწმება დაიწყო.

„სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინის ნიმუშები აიღეს. სურსათში სალმონელასა და ლისტერიის აღმოჩენის მიზნით 100 ნიმუშს ჩაუტარდა კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა“, - აცხადებენ სააგენტოში.