“სურსათის ფალსიფიცირებისა და მავნებლობის ნაწილში პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლობის მნიშვნელოვნად გამკაცრება იგეგმება”,- ამის შესახებ Bm.ge-თან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ისაუბრა.
დანელიას განცხადებით, ცვლილებები ყველა სექტორს შეეხება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო და სკოლამდელ ნაწილს მიექცევა, რათა სასწავლო დაწესებულებებში მოზარდებს ხარისხიანი და არაფალსიფიცირებული პროდუქცია მიეწოდოთ. თუმცა, პარლამენტარი აღნიშნავს, რომ სანქციები სკოლებს არ დაეკისრება.
“სკოლებში მთავარია საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ისედაც ევალება ადგილობრივ ხელისუფლებას. პრობლემაა მიმწოდებლები, რომლებიც ტენდერებში იტყუებიან. შესაბამისად სანქციები მიმწოდებლებს დაეკისრებათ”,- აღნიშნავს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
პარლამენტარის თქმით, სანქციების გამკაცრებაში იგულისხმება როგორც ჯარიმების გაზრდა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაც.
“ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ჩვენი მიზანია პრევენცია. ფაქტია, რომ არსებულ პირობებში მაინც აღინიშნა რამდენიმე დარღვევა, ამიტომ, ჩემი აზრით, ამ მხრივ ძალიან უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა”,- აღნიშნავს ოთარ დანელია.
მისი თქმით, პირველი სამუშაო შეხვედრა მომავალ კვირას ჩატარდება, სადაც საკითხის ძირითადი პარამეტრები განისაზღვრება.
დანელიას განცხადებით, სურსათის უვნებლობის კონტროლის პრობლემა დღეს საქართველოში არ არსებობს.
“დღეს ამისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი საკმარისად გვაქვს, რამდენიმე წლის წინ არსებული მდგომარეობისგან განსხვავებით”,- აღნიშნავს პარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოთარ დანელიამ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, რამდენიმე ბიზნეს-ოპერატორი პასუხისგებაში უკვე მიეცა გარკვეული დარღვევების გამო, თუმცა, “არაკეთილსინდისიერი მომწოდებლების” გასაჯაროება და მათი დასახელება არ ხდება.
“გვესმის, რომ არსებობს ნორმები, რომლითაც (სურსათის ეროვნულ) სააგენტოს გასაჯაროების უფლება შეზღუდული აქვს, თუმცა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს თუ ვინ, როგორ ეწევა თავის საქმიანობას სურსათის დამზადების თუ მიწოდების ნაწილში. ეს არის უმნიშვნელოვანესი”,- აღნიშნა დანელიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი