მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე - „კარფურის“ საუკეთესო პრაქტიკა

6481ae4193402
BM.GE
08.06.23 14:31
1635
„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, მუდმივად ზრუნავს სურსათის უვნებლობაზე, იმისათვის რომ მომხმარებლებს ყოველდღიურად მიაწოდოს საუკეთესო ხარისხის ჯანსაღი პროდუქტები.

სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად, ფრანგული ბრენდი მუდმივად ახორციელებს თანამშრომლების ტრენინგს და დანერგილი აქვს მონიტორინგის ეფექტური სისტემა. კომპანია უპირატესობას ანიჭებს გამართულ სამაცივრე სისტემებს, რეგულარულად აკონტროლებს ტემპერატურას და ახორციელებს მალფუჭებადი სურსათის სათანადო როტაციას ბაქტერიების ზრდის რისკის შესამცირებლად. გარდა ამისა, ეტიკეტირების საუკეთესო პრაქტიკა საშუალებას აძლევს „კარფურის“ მომხმარებლებს იყვნენ ინფორმირებულნი პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ.

„კარფური“ უკვე წლებია თანამშრომლობს ადგილობრივ ფერმერებთან და მწარმოებლებთან, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას, რომ ჯანსაღი, ნატურალური და უვნებელი პროდუქცია მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაიქლაბით“. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(რ)