როგორც მან აღნიშნა, სვანეთის განვითარებისთვის ამ გზის გაყვანა მნიშვნელოვანია.
“სვანეთში 17-ადგილიანი ვერტმფრენი დაფრინავს, რომელიც კვირაში 4 რეისს ასრულებს. დღეში 20 რეისი რომ იყოს, ბილეთები მაინც გაიყიდებოდა. ბაკურიანის და გუდაურის კურორტები კარგია, თუმცა სვანეთში უფრო მეტი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი. აქ ბუნება, მუზეუმები და მაგალითად ეთნოტურებიც არის. 9-საათიანი გზა რომ არ იყოს, საქართველოს რეგიონებიდან შიდა ტურიზმი განვითარდებოდა და ხალხი სვანეთში სიხარულით ივლიდა. ახლა, თბილისიდან სვანეთში 5 დღით რომ წახვიდე, 2 დღე გზაში ხარ.” - განმარტა გურჩიანმა.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2017 წელს ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაიწყო. ალტერნატიულმა ახალმა გზამ ქუთაისი სვანეთთან 2 საათით უნდა დააახლოოს. გადაწყვეტილია, რომ ქუთაისი სვანეთს ცაგერი–ლენტეხის გავლით დაუკავშირდება. ახალი გზის შესახებ პირველად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.