რეგიონებში დასუფთავების სამსახურები წამგებიანია, პროცესებში ბიზნესი უნდა შემოვიყვანოთ, - ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სახელმწიფო კომპანიები დასუფთავების მოსაკრებლის აკრეფას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მისი თქმით, კომპანიები წაგებაზე მუშაობენ, პავლიაშვილს აქვს ინიციატივა, პროცესებში კერძო სექტორი შემოიყვანონ. პროცესებში კიდევ ერთი გამოსავალი დასუფთავების გადასახადის სხვა მიმდინარე კომუნალურ გადასახადზე მიბმაა, ისე როგორც ეს დედაქალაქში ხდება. რეკომენდაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტშიც გვხვდება.
თუმცა ამ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტებში მაინც ვერ ან არ იღებენ. მესტიის მერი აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობა გადასახადების გადახდას მიჩვეული არაა, ადგილზე არც ელექტროენერგიის გადასახადს იხდიან. კახა ჟორჟოლიანის თქმით, გადახდილი დასუფთავების მოსაკრებლის დიდი ნაწილი არა მოსახლეობაზე, არამედ ბიზნესზე მოდის.
“ჩვენთან, სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გადასახადსაც არ იხდის მოსახლეობა. ეს სამწუხაროა თუ საბედნიერო ჯერ ვერ გეტყვით. თვითონ ჩვენი მოსახლეობა გადასახადის გადახდას არაა შეჩვეული. დასუფთავების გადასახადი კი დავაწესეთ და შემოსავალიც გქონდა. პირველ წელს 12 000 ლარი მივიღეთ, შემდეგ 28 000, 34 000, პანდემიამდე 100 000 ლარამდეც ავედით.
ძირითადად იხდის კომერციული ობიექტები იხდიან, რომლებიც მოგებაზე არიან ორიენტირებული. რაც შეეხება მოსახლეობას, მათგან ჩვენ ფულს ვერ ვიღებთ. კანონით გაწერილია, ის რომ მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმალურია 2 ლარია თვეში სულზე, მაგრამ ეს მოსაკრებელი რა გადასახადს მივაბათ ვერ ვარკვევთ. დასუფთავების გადასახადი უცხო არის ჩვენი მოსახლეობისთვის, არ ყოფილა აქამდე ასეთი რამ”, - ამბობს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი bm.ge-სთან საუბრისას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი