მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთის მოსახლეობის სურსათით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება – მინისტრი

5f33a8766e96c
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 12:27
852
სვანეთის მოსახლეობის სურსათით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. რეგიონში პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ამ დილის მონაცემებით, უკვე დაძრულია დისტრიბუციის რამდენიმე მსხვილი სატვირთო მანქანა სხვადასხვა საკვები პროდუქტით ქუთაისიდან. ასევე დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა რეგიონის სურსათით მომარაგების კუთხით, მუშაობს შეუწყვეტლად სტანდარტულ რეჟიმში. ამ შემთხვევაში დისტრიბუტორებს გადაადგილების პრობლემა რეგიონში შესვლისას არ აქვთ, თუმცა ჩვენი თანამშრომლები აღრიცხავენ თითოეულ შესულ მანქანას.

ჩვენ გვესმის, რომ იქიდან გამოსვლა არ შეიძლება როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე საქმიანი მიზნით, ამიტომ შესული მანქანები კონტროლდება, მათ აქვთ კონკრეტული დანიშნულების ადგილები, შემდგომში კონტროლდება მათ მიერ რეგიონის დატოვების საკითხიც, ფიქსირდება დრო და ა.შ. ორგანიზებულია ყველა ეს დეტალი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სვანეთი სპეციფიკური რეგიონია, საკმაოდ დიდი მოსახლეობით, რომელიც არ არის მჭიდროდ დასახლებული, ამიტომ ეს რეგიონი საჭიროებს განსაკუთრებულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას.

„ჩვენ გვესმის, რომ ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ძალიან დიდი აქტივობა იყო, სვანეთში არ არის ასეთი აქტივობა, თუმცა იქ იწარმოება და დღეს ამ მომენტისთვის გვაქვს საკმაოდ ინტენსიური სეზონი მერქნული რესურსის დამზადების. აქაც არის გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის რეგიონში, ახდენს მერქნული რესურსის დატვირთვას და რეგიონიდან უპრობლემოდ, შეუფერხებლად გამოტანას. ასევე, ყველა ის ოპერატორი, რომელიც არის ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრაქტორი, აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა, დამოკიდებულია ამინდზე, წარიმართოს შეფერხების გარეშე“, – აღნიშნა მინისტრმა.