მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ 19 რაიონის მოხმარებას გადააჭარბა" - ენერგო-პრო

5e32cadc2567a
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.20 17:00
2880
„დეკემბერში ზემო სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ 19 რაიონის მოხმარებას გადააჭარბა“, - ამის შესახებ "ენერგო-პრო"-ს მიერ, რუსთავში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, შეხვედრაზე ცალკე საკითხად განხილულ იქნა მესტიის რაიონის ელექტრომომარაგების პრობლემა, არაგონივრულად გაზრდილი მოხმარება და დატაცების ფაქტები. აღინიშნა, რომ 2019 წლის დეკემბერში ზემო სვანეთის მოხმარებამ გადააჭარბა ჯამურად 19 რაიონის მოსახლეობის მოხმარებას.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის თქმით, კომპანია მიესალმება ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციას და ახალი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილებები გარანტირებულად უზრუნველჰყოფენ ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას, კონკურენციის და ინვესტიციების ზრდას დარგში. შესაბამისად, ერთის მხრივ მიღწეული იქნება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა „ენერგო-პროს“ კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურებში.

ცნობისთვის, 2019 წელს კომპანიამ 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორიცელა, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა.

2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.