სვანეთში, სოფელ ბეჩოში, კვიციანების ოჯახმა მარწყვის მოყვანა 2019 წელს გადაწყვიტა. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ GRETA-ს დახმარებით 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ოჯახმა სათბური მოაწყო.
პირველი მოსავალი, რომელიც კვიციანებმა გასულ წელს აიღეს, სრულად გაიყიდა. როგორც “კესანეს მარწყვის” დამფუძნებელი აკაკი კვიციანი ამბობს, დღეს სვანეთში ადგილობრივად მოყვანილ მარწყვზე მოთხოვნა ძალიან დიდია.
“ეს არის ნატურალური, ბიო პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს არანაირ შხამქიმიკატს. მხოლოდ და მხოლოდ ვიყენებთ ბიო პრეპარატს, რომელიც მარწყვს მავნე მწერებისგან იცავს.
სათბური არის 150 კვ.მ. ფართობის, მარწყვი კი გაშენებულია 80 კვ.მ-ზე. 2 თვეში 180 კილოგრამის მოსავალი მივიღეთ, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მოცულობები კიდევ გაიზრდება", - აცხადებს “კესანეს მარწყვის” დამფუძნებელი აკაკი კვიციანი.
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით, გარდა სათბურის მოწყობისა და მისი სრულად აღჭურვისა, მცირე მეწარმემ სატრენინგო კურსიც გაიარა, სადაც სვანეთის რეგიონისთვის ჯერ კიდევ უცხო კულტურის მოყვანის სპეციფიკა ისწავლა.
“რომ არა პროექტი GRETA, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ, ნამდვილად ამ ყველაფერს მხოლოდ ჩვენი საკუთარი ძალებით ვერ მივაღწევდით. პროექტი დაგვეხმარა როგორც სათბურის კონსტრუქციის აშენებაში, ასევე დღესაც, მარწყვის მოვლის პროცესში მათი კონსულტანტები ჩართულები არიან. ძალიან გვეხმარება ეს ყველაფერი, გავიზარდეთ", - ამბობს “კესანეს მარწყვის” დამფუძნებელი აკაკი კვიციანი.
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით “კესანეს მარწყვი” წელს 650 კილოგრამ მოსავალს ელოდება, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე აპირებს. მცირე მეწარმის თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა ძირითადად სვანეთში მდებარე რესტორნებისგან, სასტუმროებისგან და საკონდიტროებისგან მოდის. ამასთან, როგორც პროექტ GRETA-ს წარმომადგენლები ამბობენ, “კესანეს მარწყვის” წარმატებამ სვანეთში სხვა ადგილობრივებსაც უბიძგა, რომ ამ საქმით დაკავებულიყვნენ და მათაც მოეწყოთ მარწყვის სათბურები.
“იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა არის ადგილობრივად მოყვანილ მარწყვზე, იმ მწარმოებლებმა, რომლებსაც ჩვენ დავეხმარეთ, ჩითილების და ნერგების წარმოება დაიწყეს. ცდილობენ, რომ გადასცენ ცოდნა და ნერგები სხვა მწარმოებლებს იმისთვის, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი წარმოება, რითაც საოჯახო სასტუმროები იქნება, ადგილობრივი რესტორნები თუ მოსახლეობა დაკმაყოფილდეს.”-ამბობს ლაშა ჭანტურია, პროექტ GRETA-ს მენეჯერი ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ცნობისთვის, პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი