მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში მოსახლეობის ნაწილმა "ენერგოპროს" თანამშრომელს დენი იძულებით გაათიშინა – შსს დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

5ff99c9db0dfe
ინგა მურუსიძე
09.01.21 16:04
3463
“მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა”,– აღნიშნული ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გაავრცელა.

კომპანია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს და მეორე რიგში, მსგავს პირობებში მანიპულირებამ, მაღალი ძაბვის ქსელში, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

მიუხედავად კომპანიის განცხადებისა, შს სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.

„გამოძიება არ დაწყებულა. დანაშაულის ნიშნები არ იყო“, - აცხადებენ სამინისტროში.