საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, რაც ამერიკულ საბანკო-საფინანსო სექტორში არსებული რთული ვითარებითაა განპირობებული.
სილიკონის ველსა და ტექნოლოგიურ სექტორზე ფოკუსირებულმა საინვესტიციო ბანკმა, SVB Financial-მა კვარტალური შედეგები გაასაჯაროვა და ინვესტორებს $1.7 მილიარდის აქციების წაგებაში გაყიდვის საჭიროებაზე აცნობა, რასაც ბირჟაზე კომპანიის კაპიტალიზაციის 60%-იანი ვარდნა მოჰყვა.
SVB-ის გაკოტრების საშიშროების ფონზე, დაეცა იმ მსხვილი ამერიკული ბანკების აქციებიც, რომელთაც SVB-ზე სესხები ჰქონდათ გაცემული, მათ შორისაა: JPMorgan Chase, Wells Fargo, Citigroup და Bank of America. საშუალოდ მათი აქციების ღირებულება ერთ დღეში 6%-ითაა შემცირებული, კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაციის კლების მაჩვენებელი კი 55 მილიარდ დოლარს აღწევს.
გარდა ზემოხსენებული რისკისა, ინვესტორები შიშობენ, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას დაგეგმილზე უფრო მეტად გაამკაცრებს, რაც ბანკების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება, ვინაიდან მოქალაქეებს მაღალ პროცენტში გრძელვადიანი სესხის აღების სურვილი ნაკლებად ექნებათ.
ბანკების აქციების ვარდნის ფონზე, S&P 500 ინდექსი 1.85%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ინდექსი 1.66%-ით დაეცა; Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება კი თითქმის 2%-ითაა შემცირებული.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო