16.მარტი .2023 00:25

SVB-ის გაკოტრების მიუხედავად, ბირჟაზე უმსხვილესი ბანკების აქციები იზრდება

SVB-ის გაკოტრების მიუხედავად, ბირჟაზე უმსხვილესი ბანკების აქციები იზრდება
views 918
უკან

ერთი თვის განმავლობაში სამი საფინანსო ორგანიზაციის: SVB-ის, Silvergate-ისა და Signature Bank-ის გაკოტრების მიუხედავად, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე უმსხვილესი ბანკების აქციები იზრდება.

ბოლო სავაჭრო სესიაზე First Republic Bank-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 30%-ით გაიზარდა; Charles Schwab-ის კაპიტალიზაცია 10%-ითაა გაზრდილი; Fitelidy-ს აქციების ღირებულებამ კი 7%-ით მოიმატა.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება საბანკო-საფინანსო სექტორის სხვა მსხვილ მოთამაშეებთან მიმართებითაც, მათ შორისაა: JPMorgan, Goldman Sachs, Citigroup, Wells Fargo და Bank of America.

რაც შეეხება ზოგად საფონდო ინდექსებს, S&P 500 თითქმის 1.7%-ითაა გაზრდილი; Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებამ კი 2.1%-ით მოიმატა.

საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებული აღმასვლის ტენდენცია სამომავლო მოლოდინებთანაა დაკავშირებული, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას არა 50 საბაზო პუნქტით, არამედ 25-ით გაზრდის.

გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობა SVB ბანკის კოლაფსში ჩარევას და კლიენტების დაცვას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯაჭვისებური დაღმასვლის რისკებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.