მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სვეტის" დაუმთავრებელ პროექტებზე მშენებლობა, სავარაუდოდ, მარტში განახლდება

5e4ce3016a92d
სალომე მეცხვარიშვილი
19.02.20 11:24
1106
სამშენებლო კომპანია “სვეტის” დაუმთავრებელ პროექტებზე მშენებლობა, სავარაუდოდ, მარტში განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ მარტის დასაწყიში დასრულდება სამშენებლო ნებართვების პროცედურები და კომპანია M2-ს ექნება შესაძლებლობა გააგრძელოს პროექტები. საუბარია 3 ლოკაციაზე, სადაც მშენებლობები რამდენიმე წელია შეჩერებულია - ჭყონდიდელის, ნუცუბიძისა და მირცხულავას ქუჩები.

“კომპანია “სვეტის” დაზარალებულებმა, ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეს; ეგონათ, რომ ჰქონდათ საცხოვრებელი ფართები და ნახეს, რომ ყველაფერი დაკარგულია. არც ფართები არსებობს და არც კომპანიას აქვს შესაძლებლობა, განაგრძოს და დაამთავროს და შეასრულოს ის ვალდბეულებები, რომლებიც მათ ჰქონდათ აღებული 2500 ოჯახის წინაშე. ჩვენი ჩართულობით მოვახერხეთ ის, რომ გამოინახა სამშენებლო კომპანია მ2, გაფორმდა მემორანდუმები. დღეს სიახლე არის ის, რომ ყველა პროექტზე, მირცხულავას, ჭყონდიდელისა და ნუცუბიძის ქუჩებზე, ყველა ამ მისამართზე პროექტები არის შეთანხმებული.

შესაბამისად, მომდევნო კვირაში შესაძლებელი იქნება, სამშენებლო ნებართვების გაცემა. მარტის დასაწყისში შესაძლებელია სამუშაოების წარმოება, ანუ მშენებელობის გაგრძელება ამ კონკრეტულ მისამართებზე”,- აცხადებს კახა კალაძე.