მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სვიანა“ - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

5f9ba8328d974
თელარა გელანტია
30.10.20 09:41
2618
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სასტუმრო „სვიანა“ ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც bm.ge-ის სააგენტოდან აცნობეს, 18-ნომრიან სასტუმროში, რომელიც კახეთში, სოფელ ლეჩურში მდებარეობს, ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ. 

სასტუმრო „სვიანა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტია. 

პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 23 ადამიანი. სასტუმრო „სვიანას“ დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

“სააგენტოს მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რომელიც საწყის ეტაპზე 18 ოთახით უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორიო დამსვენებლებს,” - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 132-ზე მეტ სასტუმროს დაუჭირეს მხარი.

'პროექტების ინვესტიციის ჯამური მოცულობა ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო აღნიშნული პროექტები 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.