მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწავლა ფილიპინებში - ქართველი სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება

613320d488e73
BM.GE
04.09.21 11:25
733
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან, მარია ელენა ალ-გაბრესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ფილიპინებს შორის. მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის.

მხარეებმა ერთმანეთს პანდემიის დროს თავიანთ ქვეყნებში გატარებული ღონისძიებები გააცნეს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა და ამ გზით ვირუსის გავრცელების პრევენცია.

მიხეილ ჩხენკელმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.