06.აგვისტო .2020 19:22

„სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ“

views 451
უკან

სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ბაზას, რომლებსაც სწავლის პროცესი გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, მთავრობა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს, ხოლო სტატუსის დადგენის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადი უნდა შეავსონ.

„განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია ერთობლივი ბაზები. ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში მოიპოვება ბაზები სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქის შესახებ. განათლების სამინისტროში მოიპოვება ბაზები ყველა იმ სტუდენტის შესახებ, რომელიც დღეისთვის არის რეგისტრირებული და ვისაც აქვს შეჩერებული სტატუსი. ამ სტატუსების დადგენის შედეგად ჩვენ ველოდებით მათგანაც შესაბამის განაცხადს, რის შედეგადაც მოხდება უკვე ამ თანხების ანაზღაურება სასწავლო დაწესებულებებისთვის“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ ტვ იმედის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა