„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის კოკა თოფურიას განცხადებით, მიმდინარე სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ხარჯვაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
გადაცემა „საქმიან დილაში“ თოფურიამ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით არსებულ გაურკვევლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიზეზით სწავლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ბევრმა უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.
„ზარალი, რა თქმა უნდა, არის და არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ყველაზე დიდი საფრთხე რაც ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს, არის გაურკვევლობის პირობებში მუშაობა, გაურკვევლობაა დაიწყება თუ არა სწავლა, როდის დაიწყება, რა ფორმით დაიწყება, შეძლებს თუ არა სტუდენტი მოსვლას, შეძლებს თუ არა საერთაშორისო სტუდენტი ჩამოსვლას, შეძლებს თუ არა ეს სტუდენტი გადახდას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს ჰქონდა კავშირი უნივერსიტეტებთან, ვითარებიდან გამომდინარე ცხადი არაფერი არ არის.
მინდა რომ ავხსნა რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურისტი ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენიმე წლის წინ გაკეთებული კვლევის თანახმად, თითოეული უცხოელი სტუდენტი წლიურად ხარჯავს საშუალოდ 10-10 ათას დოლარს, შარშან მათი რაოდენობა იყო 15 ათასი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ გასულ წელს 150 ათასი დოლარი დახარჯეს. პოტენციურად ეს მაჩვენებლები შეიძლება გაიზარდოს იმის ხარჯზე, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მშობლებს არ ეშინიათ შვილების აქ გამოგზავნა, შედარებით იაფია, საყოფაცხოვრებო ხარჯები ნაკლებია, ასევე ნაკლებია სწავლის გადასახადი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კმაყოფილები არ ვართ, უმაღლესი განათლება გარკვეულ დონეზე არის.
ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეიძლება 50-60 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყავდეს თუ ამ მხრივ სახელმწიფოს ექნება ცხადი გადაწვეტილება და ყველა ხელს შეუწყობს ამ პროცესს. თუ ეს იქნება სახელმწიფოს ნება, მაშინ განხორციელდება ინვესტიცია, ეს პოტენციალი არის და უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ახლა ამ წუთას შეგვიძლია მივიღოთ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი, რაც დაახლოებით ღვინის ექსპორტის ტოლფასია.
რაც შეეხება ჩვენს გეგმებს მიმდინარე სასწავლო წელთან დაკავშირებით, რამდენიმე ჩარტერი უკვე განვახორციელეთ და გეგმაში გვაქვს ნახევარის ჩამოყვანა. ამ ეტაპზე არ არის საუბარი იმაზე რომ ახალი სტუდენტები დავიმატოთ, ამ წუთას ამოცანა ძველის შენარჩუნებაა. როცა ცალსახად ვერ ვეუბნებით სასწავლო პროცესი როგორ დაიწყება ონლაინ, ჩვეულებრივ თუ ჰიბრიდულად, მათაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება მით უფრო იმ ფონზე, რომ მათაც გაუჭირდათ, მათ ქვენებშიც გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი.“ - განაცხადა თოფურიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ