მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწავლის საფასურის სრული დაფინანსება ქართულ-ამერიკული (GAU) უნივერსიტეტისაგან

5ed4b0ee27587
BM.GE
01.06.20 11:40
5638
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) მომავალ სტუდენტებს განახლებული საგრანტო სისტემა წარუდგინა.

GAU-ს მმართველმა გუნდმა ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვიტილება და არსებულ საგრანტო სისტემას მნიშვნელოვანი კომპონენტი - TOPგრანტი დაამატა: ამიერიდან, ნებისმიერი აბიტურიენტი, რომელიც ჩააბარებს GAU-ში და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური შედეგების მიხედვით საუკეთესო 1,000 სტუდენტს შორის მოხვდება, სრულიად უფასოდ ისწავლის ოთხივე წლის განმავლობაში.

ახალი TOP-გრანტი ვრცელდება GAU-ს ბიზნესის (როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან), სამართლის, დიპლომატიის, ინფორმატიკის, მშენებლობის, ინგლისური ფილოლოგიის, ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის საბაკალავრო პროგრამებზე.

ძალაში რჩება არსებული GAU გრანტი, რომელიც სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას სთავაზობს ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელსაც სურს GAU-ში სწავლა და პირველ ადგილზე ირჩევს GAU-ს ბიზნესის, სამართლის ან დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამას. GAU გრანტი განკუთვნილია ნებისმიერი მოტივირებული სტუდენტისთვის, განურჩევლად სკოლაში ან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა.

„გვიხარია, რომ შევძელით და 2020 წლის გამოწვევებს GAU-ში მრავალმხრივ ვუპასუხეთ. განვახორციელეთ რამდენიმე საქველმოქმედო პროექტი პანდემიით დაზარალებულთა, მოხუცებისა და სტუდენტების მხარდასაჭერად, პანდემიის ეკონომიკური გავლენის გათვალისწინებით, დავნერგეთ სწავლის დაფინანსების ახალი სტრუქტურა მომავალი სტუდენტებისთვის და რაც მთავარია, შეუფერხებლად შევძელით გამართული დისტანციური სწავლების სისტემის დანერგვა GAUელებისთვის: უკლებლივ ყველა ლექციამ წარმატებით გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით და ლექტორებისა და სტუდენტების უმაღლესი ჩართულობით“, გვიზიარებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

GAU-ს სასწავლო გრანტებსა და სტუდენტური სტიპენდიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://www.gau.edu.ge/for-entrants/gau-grant  

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოში მოწინავე კერძო აკრედიტირებული უნივერსიტეტია, რომელიც 15 წელია ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.

GAU აერთიანებს 2,000-მდე სტუდენტსა და 250-ზე მეტ ლექტორს 5 სხვადასხვა ფაკულტეტზე:

  1. ბიზნესის სკოლა (ქართულენოვანი: 1200101, ინგლისურენოვანი: 1200102
  2. სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა (სამართალი: 1200201, დიპლომატია: 1200202)
  3. ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა (ინფორმატიკა: 1200301, ინჟინერია: 1200302)
  4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისსკოლა (ინგლისური ფილოლოგია: 1200401, ქართული ფილოლოგია: 1200402, ისტორია: 1200403)
  5. მედიცინის სკოლა (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა 1200110)
უნივერსიტეტი გამოირჩევა თანამედროვე სასწავლო პროგრამებით; გაცვლითი პროგრამების უმაღლესი მაჩვენებლით თითო სტუდენტზე, კერძო უნივერსიტეტებს შორის; კურსდამთავრებულთა დასაქმების თითქმის 100%-იანი მაჩვენებლითა და მრავალფეროვანი ექსტრაკურიკულარული აქტივობებით.
NS