მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებზე ვისაუბრეთ – სერგეი ლავროვი კულებასთან შეხვედრაზე

6229d43fa6253
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 14:42
662
რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანტალიაში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთის ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრა ბელარუსში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების წარმომადგენლობითი დელეგაციების მოლაპარაკებების ალტერნატივას არ წარმოადგენს.

ლავროვმა აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფა იყო.

„ჩვენი თურქი კოლეგების შეთავაზებას დავეთანხმეთ, რამეთუ ჩვენ უკრაინის კრიზისის პრობლემებთან დაკავშირებით და ამ პრობლემიდან გზების ძიებისთვის ყველანაირ კონტაქტს მხარს ვუჭერთ. ერთადერთი, რაც მაშინვე აღვნიშნეთ, ეს კონტაქტი არ უნდა გახდეს საბაბი, რომ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, შეცვალონ ან ფასი დაუკარგონ მოლაპარაკების მთავარ ხაზს, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ორი ქვეყნის დელეგაციის დონეზე ვითარდება. დღევანდელმა საუბარმა დაადასტურა, რომ ეს ხაზი უალტერნატივოა.

ჩვენი თურქი მეგობრების ინიციატივით, დღეს ძირითადად ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითხებზე. დავადასტურეთ, რომ ინიციატივა, რომლითაც რუსეთის მხარე თავის დროზე გამოვიდა, ჰუმანიტარული დერეფნების ყოველდღიური გახსნის შესახებ, ძალაში რჩება.

ჩვენ შევახსენეთ კოლეგებს, რომ მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე ბელარუსში, რუსულმა მხარემ კონკრეტული შეხედულებები იურიდიული დოკუმენტის სახით წარადგინა და უკრაინულმა მხარემ, რომელმაც ეს საბუთები კიევში დასამუშავებლად წაიყო, დადო დაპირება, რომ მათზე პასუხს მალე მოგვცემდა. ბელარუსში მოლაპარაკებების წარმოება სერიოზულად გვინდა და არა ფურცლების გაცვლით, უნდა შევათანხმოთ ის საკითხები, რომლითაც უნდა გადაწყდეს უკრაინული კრიზისის ყოვლისმომცველი დარეგულირება და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ლავროვმა.