მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sweeft Digital ნიუ-იორკში ოფისს ხსნის - კომპანიის გეგმები

633177e56c45e
ინგა მურუსიძე
01.10.22 16:47
1311
IT კომპანია Sweeft Digital ნიუ-იორკში ოფისს გახსნის. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ გადაცემა Forbes კვირა-ში სტუმრობისას განაცხადა, მომდევნო წელს კომპანიას საზღვარგარეთ სულ 12 ოფისი ექნება.

გარდა ამისა, წლის ბოლომდე იგეგმება ერთი დიდი ოფისის გახსნა თბილისში.

„მივყვებით იმ გეგმებს, რომელიც გვაქვს. საქართველოში არ გვყოფნის კადრები, რესურსი არ არის, ამიტომ უცხოელებიც აგვყავს. დიდი იმედი გვაქვს, რომ აკადემია შეავსებს ნიშას. ახლახან გავაფორმეთ ერთ-ერთ მსხვილ ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი, სადაც 200-მდე დეველოპერს დავასაქმებთ. ამ კომპანიას რამდენიმე მილიარდი აქვს ბრუნვა და სხვათა შორის, ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე ქართველიც მუშაობს. მომავალ წელს უკვე გვექნება 12 ოფისი, მათ შორის ნიუ-იორკში. ოფისები ძირითადად იმუშავებენ პროექტების მართვასა და ანალიტიკაზე.

კლიენტს ურჩევნია, რომ თავის ენაზე თავის ქვეყანაში მოვემსახუროთ. თუმცა გვაქვს მაგალითები, მაგალითად სანმარინოში, იტალიაში, პირდაპირ ქართველები ემუშავებიან და იქ ოფისის გახსნა საჭირო არ არის. ჩვენს სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა არის ნდობა და თუ ამას ერთხელ გადალახავ, კლიენტი მუდმივად გყავს", - აღნიშნა ვაკო თურნავამ.